Thumbnail

ნახეთ: სელას ჰემილტონი კომპოზიციის Beautiful One კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ნიუ იორკში მოღვაწე ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, სელას ჰემილტონი კომპოზიციაზე Beautiful One გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ვიდეორგოლის ავტორი რეჟისორი რეი ალდანა გახლავთ. სინგლი რეპერის ბოლო ალბომში Washing Her Feet შედის, რომელიც 2019 წელს გამოვიდა.

ჰემილტონმა შემოქმედებითი კარიერა 2015 წელს დაიწყო. ამავე წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი The Most Beautiful გაავრცელა. რეპერს ამ დრომდე სამი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მისი შემოქმედება ჰიპ ჰოპსა და არენბის აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული