Thumbnail

ნახეთ: გუჩი მეინი კლიპს CEO Flow აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გავლენიანმა ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, რადრიკ დევისმა, ფსევდონიმით Gucci Mane, მსმენელს კომპოზიციაზე CEO Flow გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ვეტერანი თრეფ შემსრულებლის ჩანაწერის პროდიუსერები ZenTachi, Dat Boi Squeeze და 30 Roc არიან. ტრეკი გუჩი მეინის მიერ ჩამოყალიბებული გაერთიანების 'The New 1017' კომპილაციური ალბომის So Icy Gang სინგლია.

ნახეთ: Gucci Mane x Pooh Shiesty - Still Remember

ნახეთ: Gucci Mane x Lil Baby - Both Sides

Gucci Mane: ჩემი მტრებისთვის სახლში ალიგატორი მყავს

გუჩი მეინმა, რომელიც თავს ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთ პიონერს უწოდებს, მუსიკალური კარიერა 2001 წელს დაიწყო. მანამდე სამხრეთელი რეპერი ნარკომოვაჭრე და განგსტერი გახლდათ. ატლანტელი მუსიკოსი კანონდარღვევების გამო, ციხის გისოსებს მიღმა სამჯერ აღმოჩნდა. არტისტის დისკოგრაფიაში, რომელიც მიქსტეიპების სიმრავლით გამოირჩევა, ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად 2016 წელს გამოშვებული ალბომი Everybody Looking ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული