Thumbnail

ნახეთ: ჯასტინ ბიბერის შესახებ გადაღებული ფილმის Next Chapter თრეილერი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Justin Bieber: Next Chapter თრეილერი გაავრცელა. ნამუშევარში იხილავთ ინტერვიუებს თავად მომღერალთან და მის ცოლ ჰეილი ბოლდუინთან, ასევე კადრს მიღმა სცენებს მისი კონცერტებიდან. აგრეთვე გაიგებთ, როგორ ცხოვრობს ჯასტინი კორონავირუსის პანდემიის პირობებში. სურათი 30 ოქტომბერს YouTube Originals-ზე გამოქვეყნდება.

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა SNL-ში კომპოზიციები Holy და Lonely შეასრულა

► ჯასტინ ბიბერი ფანებს აკრიტიკებს, რომლებიც მუდმივად სახლთან ელოდებიან

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი იტალიური Vogue-ის ფოტოსესიაში

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა. არტისტმა გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. 2011 წელს კი ის გამოცემა Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული