Thumbnail

ბრიტანელმა ელექტრონულმა მუსიკოსმა, კიერან ჰებდენმა, ფსევდონიმით Four Tet, ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერთან, Madlib-თან ერთად ალბომი ჩაწერა. ეს ინფორმაცია ფორ ტეტმა იუთუბზე ლაივსტრიმის დროს, კომენტარების სექციაში გაამხილა.

► Four Tet-მა პროექტით ⣎⡇ꉺლ༽இ•̛)ྀ◞ ༎ຶ ༽ৣৢ؞ৢ؞ؖ ꉺლ სტუდიური ჩანაწერი გაავრცელ

აღსანიშნავია, რომ 2005 წელს ფორ ტეტმა გავლენიანი ჰიპ ჰოპ არტისტის, MF Doom-ისა და Madlib-ის საერთო ალბომის Madvillainy რემიქს ვერსია გამოაქვეყნა.

კიერან ჰებდენმა, სასცენო სახელით Four Tet, მუსიკალური კარიერა 1995 წელს პოსტ როკ ბენდის Fridge შემადგენლობაში დაიწყო. მისი სადებიუტო სოლო ნამუშევარი Double Density კი 1997 წელს გამოვიდა. პროდიუსერი ფსევდონიმით Four Tet 1998 წლიდან მოღვაწეობს. ის ბრიტანული ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება. არტისტმა ბოლო ორი სტუდიური ალბომი საკუთარ ლეიბლზე Text Records გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული