Thumbnail

ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსები, რომლებმაც წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწიეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გავლენიანმა ბიზნესჟურნალმა Forbes ყველაზე მდიდარი ქალების ასეული შეადგინა - კერძოდ კი მათი, რომლებმაც წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწიეს. ჩამონათვალში რვა მუსიკოსი მოხვდა, მათ შორის არიან რიანა, ბიონსე, სელინ დიონი, მადონა და სხვები. აღსანიშნავია, რომ მათგან მხოლოდ რირის შემთხვევაშია შემოსავლის წყაროდ დასახელებული, მუსიკის გარდა, ბიზნესსაქმიანობა. სიაში ასევე მოხვდა გავლენიანი რეპერის, ქანიე ვესთის ცოლი, კიმ კარდაშიანიც, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მიღებული $780 მილიონით 24-ე პოზიციას იკავებს.

მუსიკოსები ჟურნალ Time-ის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში

მუსიკოსებს შორის ყველაზე მაღალი, 33-ე პოზიცია ბარბადოსელ მომღერალ რიანას ხვდა წილად. 2020 წლის 11 სექტემბრის მონაცემებით, მისმა წლიურმა შემოსავალმა 600 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რისი უდიდესი ნაწილიც კოსმეტიკისა და თეთრეულის ბრენდების, Fenty Beauty-სა და Savage X Fenty-ს პროდუქციის გაყიდვებიდან მიიღო.

ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსები

150-150 მილიონი დოლარით 97-ე პოზიციას ინაწილებენ ცნობილი პოპშემსრულებლები, ლედი გაგა და ჯენიფერ ლოპესი.

რიანამ ბრიტანეთის უმდიდრესი მუსიკოსების სიაში ელტონ ჯონი და მიკ ჯაგერი ჩამოიტოვა

აღსანიშნავია, რომ რიანა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსის სტატუსს ატარებს, წელს The Sunday Times-მა პირველად შეიყვანა გაერთიანებული სამეფოს უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში.

კომენტარები

ბოლოს დამატებული