Thumbnail

ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ფრენჩ მონტანა მსმენელს ახალი კომპოზიციით Double G დაუბრუნდა. წარმოშობით მაროკოელი მუსიკოსის ნამუშევარში გარდაცვლილი რეპერის, ფოფ სმოუქის ვერსია გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ კოლეგებმა წარსულში სხვა ჩანაწერებზეც ითანამშრომლეს. ტრეკის პროდიუსერი 808 Melo გახლავთ.

ნახეთ: French Montana და Tory Lanez კლიპში Cold

ნახეთ: ფოფ სმოუქის კლიპი Diana (Remix) გავრცელდა

ფრენჩ მონტანამ ინსტაგრამზე ფოფ სმოუქთან ერთად სტუდიაში გადაღებული ვიდეოც გამოაქვეყნა.

ფრენჩ მონტანამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. ლეგენდარული ჰიპ ჰოპ ლეიბლის Bad Boy Records წევრმა სადებიუტო ალბომი Excuse My French 2013 წელს გამოუშვა. 4 წლის შემდეგ კი რეპერმა გაყიდვაში კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი Jungle Rules ჩაუშვა. ჩანაწერის გამორჩეული სინგლი Unforgettable გახლავთ, რომელმაც რვამაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული