Thumbnail

ცნობილი მუსიკოსებისგან შემდგარი სუპერჯგუფი Dinner Party მსმენელს კომპოზიციის Freeze Tag ალტერნატიულ ვერსიაზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ტრეკის რემიქსში ჰიპ ჰოპ არტისტები: Cordae, Phoelix და Snoop Dogg მონაწილეობენ. ჩანაწერი კოლექტივის სტუდიურ ნამუშევარში Dinner Party: Dessert არის წარმოდგენილი.

ნახეთ: Dinner Party სადებიუტო ჩანაწერის ალტერნატიულ ვერსიას აქვეყნებს

მოუსმინეთ: სუპერჯგუფი Dinner Party სადებიუტო ალბომს ავრცელებს

Dinner Party ცნობილი მუსიკოსების გაერთიანებაა. კოლექტივში ტერეს მარტინი, რობერტ გლასპერი, კამასი ვაშინგტონი და 9th Wonder ერთიანდებიან. 2020 წელს სუპერჯგუფმა სადებიუტო EP სახელწოდებით Dinner Party გამოაქვეყნა. რამდენიმე თვეში კი მუსიკოსებმა მსმენელს ხსენებული სტუდიური ნამუშევრის ალტერნატიული ვერსია შესთავაზეს. მათი შემოქმედება ჯაზის, ფანქის, ჰიპ ჰოპის, არენბისა და სოულის სინთეზია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული