Thumbnail

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რეპერმა ქანიე ვესთმა ტვიტერზე კომპოზიციის Nah Nah Nah რემიქსის სრული ვერსია გამოაქვეყნა. გავლენიან ჩიკაგოელ მუსიკოსთან ერთად ტრეკში მისი ახლო მეგობარი, ატლანტელი რეპერი 2 Chainz და პოპულარული ჩრდილოკაროლინელი არტისტი DaBaby მონაწილეობენ. ნამუშევრის ინსტრუმენტალი კი კალიფორნიელ პროდიუსერს Dem Jointz ეკუთვნის.

რა უთხრა კიმ კარდაშიანს ქანიე ვესთის ნაჩუქარმა, გარდაცვლილი მამის ჰოლოგრამამ

ნახეთ: წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქანიე ვესთმა პოლიტიკური რეკლამა გაავრცელა

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის შეიყვანა. 2020 წლის დასაწყისში ბიზნესჟურნალმა, Forbes-მა ქანიე ვესთი, ჯეი ზის შემდეგ, რიგით მეორე მილიარდერ რეპერად დაასახელა. თავად ქანიე კი "ფორბსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ დაეთანხმა და გაამხილა, რომ მისი ქონება რეალურად 3,3 მილიარდი დოლარია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული