Thumbnail

ცნობილმა პუერტორიკოელმა მუსიკოსმა, Bad Bunny-მ თანამემამულე არტისტთან, Jhay Cortez-თან ერთად ჩაწერილი ახალი კომპოზიცია Dakiti და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ ბედ ბანიმ მიმდინარე წელს უკვე ორი სტუდიური ალბომის გამოცემა მოასწრო.

ნახეთ: Bad Bunny-მ კომპოზიციაზე Una Vez კლიპი გადაიღო

მოუსმინეთ: Bad Bunny-მ ალბომი Las que no iban a salir გამოუშვა

ბენიტო მარტინეს ოკასიომ, ფსევდონიმით Bad Bunny, მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მან უკვე მოასწრო თანამშრომლობა ისეთ პოპულარულ არტისტებთან, როგორებიც არიან Cardi B, J Balvin, Daddy Yankee და სხვები. აღსანიშნავია, რომ ქარდი ბისთან და კოლუმბიელ ჯეი ბალვინთან ერთად 2018 წელს ჩაწერილი კომპოზიცია I Like It ბილბორდის ჩარტში პირველობას 12 კვირის განმავლობაში არ თმობდა. დრეიქისა და მისი ერთობლივი ტრეკი Mia კი ჰიტ-აღლუმის ხუთეულში მოხვდა. მუსიკოსმა 2020 წლის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალურ მატჩზე Super Bowl გამართულ შოუზე შაკირას გამოსვლის დროს იმღერა.

ხესუს მანუელ კორტესმა კი, სასცენო სახელით Jhay Cortez, კარიერა 2010 წელს დაიწყო. მისი ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია: No Me Conoce, Medusa და Imaginaste.

კომენტარები

ბოლოს დამატებული