Thumbnail

მოუსმინეთ: ელვის კოსტელომ ახალი ალბომი Hey Clockface გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელვის კოსტელომ ახალი, რიგით 31-ე ალბომი Hey Clockface გაავრცელა. სტუდიური ჩანაწერი, რომელიც არტისტმა კალიფორნიულ ლეიბლზე Concord Records გამოაქვეყნა, 14 კომპოზიციას აერთიანებს.

ელვის კოსტელომ მუსიკალური კარიერა 1970 წელს დაიწყო. პოპის, როკისა და ნიუ ვეივის შემსრულებელმა ჰიტებით I Want You, She და Pump It Up გაითქვა სახელი. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: პოლ მაკკარტნი, The Roots, The Strokes და ა.შ. 2003 წლიდან კოსტელო როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული