Thumbnail

ნახეთ: Scratch The Floor - გადავწვავთ ჩვენს შორის ხიდებს Ft. Kirk

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართულმა ნიუ მეტალ ჯგუფმა Scratch The Floor ახალი კომპოზიცია "გადავწვავთ ჩვენს შორის ხიდებს" და მასზე შექმნილი ვიდეორგოლი გაავრცელა. ჩანაწერში მეტალ ბენდის Every Dog Has Its Day ვოკალისტი, ირაკლი კირკიტაძე, იგივე Kirk მონაწილეობს.

ნახეთ: Scratch The Floor - ბიპოლარული

"სამი დეკადის ერთ კლიპში მოქცევა არ ყოფილა რთული და, ალბათ, პრობლემაც მაგაშია!", - წერს კოლექტივი სოციალურ ქსელში ვიდეოს გაზიარებისას.

Scratch The Floor თბილისში 2012 წელს შეიქმნა. ბენდის დისკოგრაფია ორ ალბომსა და ერთ EP-ს ითვლის. ბოლო სტუდიური ნამუშევარი Hellhound ჯგუფმა 2017 წლის დეკემბერში გამოსცა. 2018 წელს კოლექტივმა სომხეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში ტურნე გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული