Thumbnail

ნახეთ: Tekashi 6ix9ine-ზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის თრეილერი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულ ამერიკელ ჰიპ ჰოპ არტისტ ტეკაში სიქსნაინზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის 69: The Saga of Danny Hernandez თრეილერი გავრცელდა. სურათში შემსრულებლის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ იქნება მოთხრობილი. მასში მაყურებელი ასევე იხილავს ინტერვიუებს მუსიკოსთან დაახლოებულ პირებთან. ნამუშევრის რეჟისორი ვიკრამ განდი გახლავთ.

Tekashi 6ix9ine-ის გამტაცებელს 24 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ნახეთ: Tekashi 6ix9ine-მა ახალი ტატუები გაიკეთა

დოკუმენტური ფილმის სრულად ნახვა პლატფორმა Hulu-ზეა შესაძლებელი.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული