Thumbnail

სიმღერები, რომლებსაც ბარაკ ობამა პრეზიდენტობის პერიოდში უსმენდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მემუარების A Promised Land პრომოუშენის ფარგლებში იმ კომპოზიციების ფლეილისტი შეადგინა, რომლებსაც თეთრ სახლში ცხოვრების პერიოდში ყველაზე ხშირად უსმენდა. მათ შორის მოხვდა ისეთი ჯგუფებისა და შემსრულებლების ტრეკები, როგორებიც არიან: ემინემი, ჯეი ზი, ბობ დილანი, The Beatles, U2 და სხვები.

ბარაკ ობამამ 2020 წლის ზაფხულის ფლეილისტი გამოაქვეყნა

"მუსიკა ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა პრეზიდენტი ვიყავი. როდესაც დებატებისთვის ვემზადებოდი, Jay-Z-ის My 1st Song ან ფრენკ სინატრას Luck Be a Lady მქონდა ჩართული. თეთრ სახლში ცხოვრებისას მე და ჩემმა ცოლმა, მიშელმა სტივი უანდერი და გლორია ესტეფანი მოვიწვიეთ, რომ, სამეჯლისო დარბაზში გამოსვლამდე, ახალგაზრდებისთვის ჩაეტარებინათ ვორქშოპები. იქ ისეთი ცოცხალი შესრულებებისთვის მომისმენია, რომლებიც სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში. მაგალითად, ბიონსე, რომელმაც ჩემს ინაუგურაციის დღეს ეტა ჯეიმსის At Last იმღერა, პოლ მაკკარტნის მიერ ნამღერი Michelle. არასდროს დამავიწყდება, როგორ გამიღიმა ბობ დილანმა, Times They Are a-Changin-ის შესრულების შემდეგ, მანამ ოთახიდან გავიდოდა. ჩემი წიგნის გამოსვლასთან დაკავშირებით ვიფიქრე, რომ ამ სიმღერებისთვის ერთ ფლეილისტში უნდა მომეყარა თავი. ვიმედოვნებ, მოგეწონებათ", - დაწერა ობამამ ინსტაგრამზე.

ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს ორი ვადით იკავებდა 2009-2017 წლებში. ის და მისი ცოლი, მიშელი პერიოდულად სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმაზე თემატურ ფლეილისტებს აქვეყნებენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული