Thumbnail

ნახეთ: ჯეკ ანტონოვი და ბრიუს სპრინგსტინი ახალ სიმღერას Chinatown ავრცელებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ამერიკელი პროდიუსერი, ჯეკ ანტონოვი, ინდი პოპ პროექტით Bleachers, ახალ კომპოზიციას Chinatown და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ჩანაწერში ლეგენდარული მუსიკოსი, ბრიუს სპრინგსტინი მონაწილეობს. ამის გარდა, ანტონოვმა კიდევ ერთი ტრეკი "45" გამოაქვეყნა. ნამუშევრები არტისტის რიგით მესამე ალბომში შევა, რომელიც 2021 წელს გამოიცემა.

Christine and the Queens-მა ბრიუს სპრინგსტინის სიმღერა I’m On Fire შეასრულა

ჯეკ ანტონოვმა ინდი პოპ პროექტი Bleachers 2014 წელს შექმნა. ამავე წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Strange Desire გაავრცელა. 2017 წელს კი ოთხი გრემის მფლობელმა არტისტმა, პროექტის ფარგლებში, რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Gone Now გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული