Thumbnail

ფრანგული ჯგუფი La Femme ახალ კომპოზიციას Cool Colorado და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. სინგლი კოლექტივის რიგით მესამე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გამოიცემა.

ნახეთ: La Femme - Paradigme

La Femme ქალაქ ბიარიცში 2010 წელს შეიქმნა. სამი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Psycho Tropical Berlin გამოუშვა, 2016-ში კი მეორე სტუდიური ჩანაწერი Mystère გაავრცელა. ბენდის შემოქმედება ფსიქოდელიური პანკ როკის, ნიუ ვეივისა და ელექტრონული მუსიკის ნაზავია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული