Thumbnail

Bhad Bhabie ბილი აილიშზე: ცუდია, როცა მეგობარი შენი ცხოვრებიდან ქრება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

17 წლის ჰიპ ჰოპ შემსრულებელმა, ბედ ბეიბიმ გადაცემაში Entertainment Tonight სტუმრობისას პოპულარულ მუსიკოს ბილი აილიშზე ისაუბრა. ახალგაზრდა რეპერის თქმით, მათ შორის უთანხმოება არ მომხდარა და დღემდე არ იცის, რატომ გაწყვიტა ბილიმ მასთან ურთიერთობა.

Bhad Bhabie სარეაბილიტაციო ცენტრის დატოვების შემდეგ ინსტაგრამს დაუბრუნდა

Bhad Bhabie: ბილი აილიში რაც პოპულარული გახდა, აღარ მემეგობრება

"ხალხს უნდა, ისე გამოყვანოს, თითქოს ჩვენ შორის შუღლია. ეს ასე არ არის. მგონია, რომ ბილის ან ვინმე ეტყოდა ჩემ შესახებ რაღაცას, რამაც აფიქრებინა, რომ ცუდი ადამიანი ვარ, ანაც, დიდი პოპულარობის მოპოვების შემდეგ, აღარ ჰქონდა სურვილი, ჩემთან ყოფილიყო ასოცირებული. არაფერი მაქვს ამის საწინააღმდეგო, კარგად მესმის ყველაფერი. უბრალოდ, ცუდი შეგრძნებაა, როცა მეგობარი გყავს, შემდეგ კი ის ქრება. მაგრამ მასზე გაბრაზებული სულაც არ ვარ. არც ის არის, ალბათ. რაც არის, არის. ყოველთვის მხარს ვუჭერდი, მუდამ გვერდში ვყავდი, მაგრამ რას გაიგებ... ბევრი ადამიანია, რომლებსაც არ სურთ, ჩემი სახელი მათთან ასოცირდებოდეს", - აღნიშნა მუსიკოსმა.

2019 წელს, გამოცემა Billboard-თან ინტერვიუში, ბედ ბეიბიმ ისიც გაამხილა, როგორ დაიწყო აილიშთან მეგობრობა. არტისტის თქმით, ბილისთან მიმოწერა ჰქონდა, პირადად კი ერთმანეთს საერთო მეგობრის, XXXTentacion-ის გარდაცვალების დღეს შეხვდნენ.

"ის კარგი არტისტია, გასაოცარი ხმა აქვს. როგორც ადამიანი მიყვარს, ძალიან გულწრფელია. ისეთი განცდა მაქვს, რომ შემიძლია, მის გვერდით ვიყო ის, ვინც ვარ და არ მეშინოდეს, რომ განმსჯის. თავიდან ინსტაგრამზე გვქონდა მიმოწერა, FaceTime-ით ვსაუბრობდით. პირველად კი ტენტასიონის გარდაცვალების დღეს შევხვდით. მეგობრის დაკარგვამ დაგვაკავშირა ერთმანეთს. მთელი დღე მის მუსიკას ვუსმენდით და ვტიროდით. შემდეგ კი რესტორან Wingstop-ში წავედით. ეს იმ დღის ყველაზე ბედნიერი მონაკვეთი იყო", - ამბობდა მაშინ ბეიბი.

დანიელა ბრეგოლიმ, ფსევდონიმით Bhad Bhabie, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო. 2017 წელს მან პირველი სინგლი These Heaux გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ასეულში მოხვდა. ამ შედეგით დანიელა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქალი რეპერი გახდა, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია. 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო მიქსტეიპი "15" გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული