Thumbnail

შვედური ინდი როკ ტრიო Peter Bjorn and John ახალ კომპოზიციას Simple Song of Sin და მასზე შექმნილ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ EP-ში სახელწოდებით Endless Play იქნება წარმოდგენილი, რომელიც 11 დეკემბერს გამოიცემა. ჩანაწერი სამ სიმღერას გააერთიანებს.

Peter Bjorn and John ქალაქ სტოკჰოლმში 1999 წელს შეიქმნა. სამი წლის შემდეგ არტისტებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. კოლექტივს ამ დრომდე 9 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ბენდს განსაკუთრებული წარმატება 2006 წელს გამოქვეყნებულმა სინგლმა Young Folks მოუტანა, რომელიც მუსიკოსებმა შვედ მომღერალთან, ვიქტორია ბერგსმანთან ერთად ჩაწერეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული