Thumbnail

ლანა დელ რეი პირბადესთან დაკავშირებულ კრიტიკას პასუხობს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ლანა დელ რეიმ თავისი პოეზიის კრებულის Violet Bent Backwards over the Grass გამოცემასთან დაკავშირებით ოქტომბრის დასაწყისში ლოს ანჯელესში თაყვანისმცემლებთან შეხვედრა გამართა. სწორედ ამ დღეს გადაღებული კადრების გავრცელების შემდეგ დაიმსახურა 35 წლის არტისტმა იმ ადამიანების კრიტიკა, რომლებმაც ჩათვალეს, რომ მომღერლის მიერ შერჩეული პირბადე ავტოგრაფების რიგში მდგომ ფანებს საკმარისად უსაფრთხო გარემოს არ უქმნიდა.

ნახეთ: ლანა დელ რეიმ კომპოზიციის You’ll Never Walk Alone ქავერი შეასრულა

ნახეთ: ლანა დელ რეი საკუთარ ლექსს Salamander კითხულობს

ლანა დელ რეი ცნობილი ქალი მუსიკოსების უარყოფითად მოხსენიებისთვის გააკრიტიკეს

გამოცემამ The Michigan Daily სტატიაც გამოაქვეყნა სათაურით - "ლანა დელ რეის ბადე პირბადე ეკეთა, რა იქნება ახლა?". მუსიკოსმა ამის პასუხად ტვიტერზე დაწერა:

"დიდებული სტატიაა. ნიღაბს, რომელიც იმ დღეს მეკეთა, შიდა მხარეს სპეციალური პლასტმასის მასალა აქვს. ბოლო პერიოდში მას მკერავები აქტიურად იყენებენ. ზოგადად, სტატიებს არ ვეხმაურები, რადგან ჩემთვის სულ ერთია, რას დაწერენ. იღბლიანი ვარ, რომ მყავს გუნდი, რომელსაც ასეთი რაღაცების კეთება შეუძლია".

ამის შემდეგ ზემოხსენებულმა გამოცემამ სტატიაში მომღერლის ახსნა-განმარტება ჩაამატა ნიღაბში გამოყენებულ მასალასთან დაკავშირებით.

ლანა დელ რეიმ მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება ტრაგიკული პირადი ურთიერთობებით, ვინტაჟური ესთეტიკითა და მელანქოლიური განცდებითაა შთაგონებული. მომღერლის აქტივში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობაა, როგორებიც არიან: The Weeknd, ASAP Rocky და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული