Thumbnail

ბრიტანულმა დუეტმა Lost Horizons ვიზუალურ ნამუშევართან ერთად ახალი კომპოზიცია One For Regret გაავრცელა. ჩანაწერზე მუსიკოსებმა ჯგუფ Porridge Radio-სთან ერთად იმუშავეს. სიმღერა Lost Horizons-ის მომავალ ალბომში In Quiet Moments იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2021 წლის 26 თებერვალს გამოიცემა.

Lost Horizons ჯგუფ Cocteau Twins-ის ყოფილი ბას გიტარისტისა და კლავიშისტის, საიმონ რეიმონდისა და პოსტ პანკ ბენდის, Dif Juz-ის ყოფილი პერკუსიონისტისა და საქსოფონისტის, რიჩარდ ტომასის ერთობლივი პროექტია. მათ ამ დრომდე 2 სტუდიური ალბომი აქვთ გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული