Thumbnail

მუსიკოსი გიორგი მარი, სოლო პროექტის Giorgi Marr's One Man Army ფარგლებში, ვიზუალურ ნამუშევართან ერთად ახალ კომპოზიციას Made of Cardboard ავრცელებს. ეს რიგით მეორე ტრეკია, რომელიც არტისტმა აღნიშნული პროექტით გამოუშვა.

გიტარისტმა გიორგი მარმა შემოქმედებითი კარიერა ჯგუფში Str!ng 2000 წელს დაიწყო. არტისტი ბენდში 9 წლის განმავლობაში უკრავდა. 2010 წელს ჰააგაში მცხოვრებმა მარმა ინტერნეტის საშუალებით ზურა ჯავახია გაიცნო და მასთან ერთად პირველი ქართული ნეტ ბენდი ZurGi შექმნა. 2014 წელს კი, "ზურგის" დაშლის შემდეგ, მუსიკოსმა ახალი კოლექტივი The Black Marrows ჩამოაყალიბა. მომდევნო წელს გიორგიმ ჯგუფთან ერთად სადებიუტო ალბომი Hurricane გამოსცა. სოლო პროექტი Giorgi Marr's One Man Army გიორგიმ 2020 წელს შექმნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული