Thumbnail

ორი გრემის მფლობელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჩონსი ჰოლისი, ფსევდონიმით Hit-Boy, წელს კვლავაც ნაყოფიერად განაგრძობს და მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად ახალ ტრეკს SALUTE სთავაზობს. კალიფორნიელი რეპერისა და პროდიუსერის ჩანაწერში დეტროიტელი ემსი, ბიგ შონი და ნიუ იორკის ახალი თაობის წარმომადგენელი, ფავიო ფორეინი მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ კომპოზიციაში ჰით-ბოიმ რეჩიტატივი თავადაც წაიკითხა.

ნახეთ: Freddie Gibbs x Big Sean x Hit-Boy - 4 Thangs

მოუსმინეთ: ბიგ შონმა ალბომი 'Detroit 2' გამოუშვა

მოუსმინეთ: Benny The Butcher ალბომს BURDEN OF PROOF ავრცელებს

ჩონსიმ მუსიკალური მოღვაწეობა 2003 წელს პროდიუსერის რანგში დაიწყო. 2011 წელს მან კონტრაქტი ქანიე ვესთის ლეიბლთან გააფორმა და გაერთიანებას პროდიუსინგში ეხმარებოდა. მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ სწორედ ამ პერიოდში გაიცნო. 2013 წელს ჰით-ბოის ინსტრუმენტალის მქონე ჰიტმა Niggas In Paris გრემიზე წლის საუკეთესო რეპ ტრეკის ნომინაციაში გაიმარჯვა. 7 წლის შემდეგ დასავლელმა პროდიუსერმა გარდაცვლილი რეპერის, ნიფსი ჰასლის ჰიტზე Racks In The Middle მუშაობისთვის გრემის მეორე ჯილდოც მოიპოვა. კარიერის განმავლობაში კალიფორნიელმა მუსიკოსმა ისეთ პოპულარულ კომპოზიციებზე იმუშავა, როგორებიცაა: Clique, Drop The World, Sicko Mode, Niggas In Paris, Goldie, Backseat Freestyle, Trophies და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული