Thumbnail

BTS-ის ჯონგუქი ყველაზე სექსუალურ უცხოელ მამაკაცად დასახელდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკულმა ჟურნალმა People მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მამაკაცების გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა, რომლის შედეგებითაც პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრი, 23 წლის ჯონგუქი ყველაზე სექსუალურ უცხოელ მამაკაცად დასახელდა. მას კონკურენციას ავსტრალიელი მუსიკოსი, კიტ ურბანი, მსახიობები: მეთიუ რისი (უელსი), პოლ მესკალი (ირლანდია) და დენიელ ლევი (კანადა) უწევდნენ.

ნახეთ: BTS ჯონგუქის მიერ გადაღებული კლიპის Life Goes On თიზერს ავრცელებს

ჯონგუქი: არ ვიცი, BTS-ის დაშლის შემდეგ რა უნდა ვაკეთო

ნატვრა, რომელიც BTS-ის ჯონგუქს სამი წლის შემდეგ აუხდა

აღსანიშნავია, რომ ჯონგუქი "ბითიესის" წევრებთან ერთად ჩარტების სათავეში მყოფ ყველაზე სექსუალურ მამაკაცთა შორისაც იყო წარდგენილი, თუმცა, ამ კატეგორიაში გამარჯვება ბრიტანელ მუსიკოს ჰარი სტაილზს ხვდა წილად, რომელმაც ასევე ჩამოიტოვა უიქენდი, როდი რიჩი და ბედ ბანი.

ჯონგუქმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს, BTS-ში მოღვაწეობით დაიწყო. ჯგუფს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული