Thumbnail

ახალგაზრდა ფილადელფიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, თიერა ვექმა მსმენელს ორი ახალი კომპოზიცია Feel Good და Peppers & Onions შესთავაზა. პირველი ტრეკის პროდიუსერები Kenete Simms და J Melodic არიან. სინგლის Peppers & Onions ინსტრუმენტალის ავტორი კი დუეტი Pop & Oak გახლავთ.

ნახეთ: Tierra Whack – Dora

თიერამ მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2018 წელს, სადებიუტო ალბომით Whack World გახდა. ჩანაწერი, რომელმაც კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა, არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ წლის გამორჩეულ ნამუშევრებს შორის დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ალბომში შესული თითოეული კომპოზიციის ხანგრძლივობა ზუსტად ერთ წუთს შეადგენს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული