Thumbnail

ნახეთ: 2020 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი მუსიკოსები

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბიზნესჟურნალმა Forbes 2020 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. სიის სათავეში ზედიზედ მერვედ მოხვდა ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, მაიკლ ჯექსონი, რომლის მიერ გამომუშავებულმა თანხამ, საანგარიშო პერიოდში, 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 48 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2018-19 წლებში მისი შემოსავლები $60 მილიონს უტოლდებოდა.

მუსიკოსები ყველაზე მაღალშემოსავლიანი ცნობილი ადამიანების ოცეულში

2020 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსები

გამოცემის მიერ ჩამოთვლილი 13 ადამიანიდან 8 მუსიკოსია. სიაში აგრეთვე მოხვდნენ მწერალი დოქტორ სეუსი, ამერიკელი კარიკატურისტი ჩარლზ ემ შულზი, გოლფის ლეგენდა არნოლდ პალმერი, 2020 წლის იანვარში გარდაცვლილი კალათბურთელი, კობი ბრაიანტი და მსახიობი მერილინ მონრო.

1. Michael Jackson - $48 მლნ
2. Dr. Seuss - $33 მლნ
3. Charles M. Schulz - $32.5 მლნ
4. Arnold Palmer - $25 მლნ
5. Elvis Presley - $23 მლნ
6. Kobe Bryant - $20 მლნ
7. Juice WRLD - $15 მლნ
8. Bob Marley - $14 მლნ
9. John Lennon - $13 მლნ
10. Prince - $10 -მლნ
11. Freddie Mercury - $9 მლნ
12. George Harrison - $8.5 მლნ
13. Marilyn Monroe - $8 მლნ

კომენტარები

ბოლოს დამატებული