Thumbnail

ნოელ გალაჰერი: ვერ გამიგია, რატომ იქცა Oasis-ის Wonderwall ჰიტად

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ნოელ გალაჰერმა ჯგუფ Oasis-ის რიგით მეორე ალბომის (What's the Story) Morning Glory? ოცდახუთი წლის იუბილესთან დაკავშირებით რადიოსადგურ SiriusXM-ის როკ პროექტში Lithium მიიღო მონაწილეობა. როგორც 53 წლის არტისტმა ინტერვიუს მიმდინარეობისას აღნიშნა, ვერც ის და ვერც ბენდის სხვა წევრები ხვდებიან, რატომ იქცა ჩანაწერში შესული კომპოზიცია Wonderwall ჰიტად, ალბომი კი ასეთ წარმატებულ ნამუშევრად.

ნოელ გალაჰერმა განმარტა, რატომ არ იკეთებს პირბადეს

ნოელ გალაჰერი: Oasis-ის წევრები მუსიკაში ზედმეტად კონსერვატიულები იყვნენ

"უცნაურია, რომ ასე მოხდა. ამ სიმღერას დიდი ხნის განმავლობაში არ ვასრულებდით, რადგან მას კარგად ვერ ჩავწვდით. ლიამი საერთოდ ვერ იტანდა. ვერც იმას ვიტყვი, რომ კოლექტივის დანარჩენი წევრები იყვნენ მისით აღფრთოვანებული. რატომ მოიცვა ამ კომპოზიციამ მთელი მსოფლიო ჩემთვის გამოცანად რჩება. საერთოდ არ აქვს გამორჩეული რითმი. ყოველმიზეზგარეშე იქცა ჰიტად. ის, უბრალოდ, ჩემი ერთ-ერთი სიმღერაა. რაც შეეხება ალბომს, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ბევრი მოგონება არ დაგვრჩენია. პრინციპში მის ჩაწერას სულ 12 დღე მოვანდომეთ, რაც სრული სიგიჟეა. არ ველოდით, ამხელა მნიშვნელობას თუ შეიძენდა ეს ნამუშევარი", - ამბობს მუსიკოსი.

Wonderwall ნოელ გალაჰერმა 1995 წელს დაწერა. კომპოზიციამ მსოფლიო ჩარტები მალევე დაიპყრო და არაერთი არტისტის შთაგონების წყაროც გახდა. "ესაა სიმღერა წარმოსახვით მეგობარზე, რომელიც მოვა და გადაგარჩენს შენივე თავისგან", - ასე აღწერდა მუსიკოსი თავის საავტორო ნამუშევარს.

ნოელ გალაჰერმა ძმასთან, ლიამთან ერთად ჯგუფი Oasis 1991 წელს შექმნა. 2 წლის შემდეგ, ბენდმა სადებიუტო ნამუშევარი Definitely Maybe გამოუშვა, რომელმაც შვიდგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. ბრიტ პოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლექტივი ძმებს შორის კონფლიქტის გამო 2009 წელს დაიშალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული