Thumbnail

მოუსმინეთ: Megan Thee Stallion სადებიუტო ალბომს Good News ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ახალი თაობის ერთ-ერთი ყველა გამორჩეული ქალი წარმომადგენელი, მეგან პიტი, ფსევდონიმით Megan Thee Stallion, მსმენელს სადებიუტო ალბომს Good News სთავაზობს. ჰიუსტონელი რეპერის სტუდიური ნამუშევარი 17 კომპოზიციას მოიცავს. ჩანაწერზე მუშაობისას მეგანმა ითანამშრომლა კოლეგებთან: Beyoncé, Big Sean, Young Thug, SZA, Mustard, 2 Chainz და სხვა.

Megan Thee Stallion: თორი ლეინზი მეხვეწებოდა, პოლიციასთან არ ჩამიშვაო

ნახეთ: Megan Thee Stallion-მა SNL-ში კომპოზიციები Savage და Don't Stop შეასრულა

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. თუმცა, ჰიუსტონელმა არტისტმა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის მიქსტეიპით Fever გაიცნო. 2020 წლის მარტში მეგანმა გაყიდვაში კიდევ ერთი ჩანაწერი სახელწოდებით SUGA ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის სინგლმა Savage ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული