Thumbnail

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მაილი საირუსმა ბრიტანელ პოპვარსკლავ დუა ლიპასთან ერთად ჩაწერილი ახალი კომპოზიცია და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა. სინგლი მაილის მომავალ ალბომში Plastic Hearts შევა, რომელიც 27 ნოემბერს გამოიცემა.

მაილი საირუსი: მამაჩემს ეშინოდა, რომ ბრიტნი სპირსი სტრიპტიზიორად მაქცევდა

ნახეთ: მაილი საირუსმა მომავალი ალბომის Plastic Hearts ტრეკლისტი გაავრცელა

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. კარიერის განმავლობაში მან 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მუსიკოსი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული