Thumbnail

ეპოქალურმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ნასირ ესკობარ ჯოუნსმა, ფსევდონიმით Nas, ახალი კომპოზიცია Fallen Stars Flying გამოაქვეყნა. ვეტერანი ქუინსელი ემსის ჩანაწერი საკაბელო ტელევიზიის HBO სერიალის Between The World And Me ერთ-ერთი საუნდტრეკია. სატელევიზიო შოუ აფროამერიკელი მწერლის, თანეჰესი ქოუთსის ამავე სახელწოდების 2015 წლის წიგნს ეფუძნება.

ნახეთ: ნასის კლიპში Replace Me ბიგ შონი და დონ თოლივერი მონაწილეობენ

ნახეთ: ნასის კლიპში Spicy ფავიო ფორეინი და ეისეფ ფერგი მონაწილეობენ

ნახეთ: Nas კლიპს Ultra Black ავრცელებს

ნასირ ჯოუნსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1991 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო, "ჰიპ ჰოპის ბიბლიად" წოდებული სტუდიური ნამუშევარი Illmatic 1994 წელს გავრცელდა. დღეისთვის ნიუ იორკელი არტისტის შემოქმედება 13 სოლო ალბომს, დემიენ მარლისთან და გაერთიანება The Firm-თან ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტებსა და სხვა წარმატებულ ნამუშევრებს აერთიანებს. ნასი არაერთმა ცნობილმა მუსიკალურმა გამოცემამ ყველა დროის 10 საუკეთესო რეპერს შორისაც დაასახელა.

მუსიკოსის სახელს ჰიპ ჰოპის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დაპირისპირებაც უკავშირდება. მსმენელთა აზრით, ნასისა და ჯეი ზის ბიფში დის-ჩანაწერით Ether სწორედ "ესკობარმა" გაიმარჯვა. თუმცა, მას შემდეგ რეპერებმა არაერთხელ ითანამშრომლეს და დღემდე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული