Thumbnail

ნახეთ: Meek Mill კლიპს Pain Away ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგავრცელებული სტუდიური ნამუშევრის Quarantine Pack პრომოუშენის მიზნით, ფილადელფიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, რობერტ უილიამსი, ფსევდონიმით Meek Mill, სინგლზე Pain Away გადაღებულ ვიდეორგოლს აქვეყნებს. მიქ მილის ჩანაწერში მისი ჩიკაგოელი კოლეგა, ლილ დერქი მონაწილეობს.

მოუსმინეთ: Meek Mill 4-ტრეკიან ჩანაწერს Quarantine Pack ავრცელებს

მიქ მილმა მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Dreams & Nightmares 2012 წელს გავრცელდა. ჩანაწერი კომერციულად საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მალევე გახდა ოქროს სტატუსის მფლობელი. 2017 წელს არტისტმა მორიგი ნამუშევარი Wins & Losses გამოუშვა, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიციაც Issues გახლავთ. 2018 წლის მიწურულს კი მილმა დღეისთვის ბოლო ალბომი Championships გამოაქვეყნა, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. სოლო შემოქმედების პარალელურად, რობერტი ჰიპ ჰოპ გაერთიანების Maybach Music Group წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული