Thumbnail

ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა კომპოზიცია The First Time Ever I Saw Your Face დააქავერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ინგლისელმა მუსიკოსმა, ჯეიმს ბლეიკმა ჯიმი ფელონის ღამის შოუში ბრიტანელი შემსრულებლის, იუენ მაკკოლის კომპოზიცია The First Time Ever I Saw Your Face დააქავერა. ტრეკი მან როიალის თანხლებით შეასრულა.

ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა ფრენკ ოუშენის კომპოზიცია Godspeed შეასრულა

ნახეთ: James Blake - I Keep Calling

ნახეთ: ჯეიმს ბლეიკი სტუდიურ ჩანაწერს Before ავრცელებს

კომპოზიციის თავდაპირველი ვერსია ავტორმა, იუენ მაკკოლიმ ამერიკელ მომღერალს, პეგი სიგერს მიუძღვნა. ტრეკს განსაკუთრებული პოპულარობა რობერტა ფლეკის შესრულებამ მოუტანა.

ჯეიმს ბლეიკმა მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას ისეთ ცნობილ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: ქენდრიქ ლამარი, ბიონსე, ფრენკ ოუშენი, ტრევის სკოტი და სხვები. 2013 წელს მისმა მეორე სტუდიურმა ალბომმა Overgrown მერკურის პრიზი მოიგო. ბოლო სტუდიური ჩანაწერი Assume Form საუკეთესო ალტერნატიული ალბომის კატეგორიაში გრემიზე იყო წარდგენილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული