Thumbnail

გრემის ნომინანტი ახალგაზრდა მუსიკოსი, დიანთონი კარლოსი, ფსევდონიმით GoldLink, მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ შემსრულებელმა ახალი კომპოზიცია Best Rapper In The Fuckin World გამოაქვეყნა, რომლის პროდიუსერიც ცნობილი კანადელი არტისტი, ქეითრანადა გახლავთ.

ნახეთ: GoldLink და Tyler, The Creator კლიპს U Say ავრცელებენ

დიანთონიმ მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. მისი წარმატება სადებიუტო ალბომს At What Cost უკავშირდება, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც ლეგენდარული რიკ რუბინია. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Crew გახლავთ, რომელიც 2017 წელს გრემის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. 2019 წლის ივნისში მუსიკოსმა რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Diaspora გამოაქვეყნა. გოლდლინკის შემოქმედება ჰიპ ჰოპის, არენბისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული