Thumbnail

მოუსმინეთ: French Montana ახალ ალბომს Coke Boys 5 ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ბრონქსელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ფრენჩ მონტანა ახალ ალბომს Coke Boys 5 ავრცელებს. სტუდიური ჩანაწერი 19 კომპოზიციას აერთიანებს. ნამუშევარში მონტანასთან ერთად ისეთი ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: A$AP Rocky, Pop Smoke, Lil Durk, YoungBoy Never Broke Again, Benny the Butcher და სხვები.

ნახეთ: French Montana x Benny The Butcher - Wave Blues

French Montana: ჰიტების რაოდენობით მხოლოდ ორ რეპერს ვერ ვაჯობებ

ფრენჩ მონტანამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. ლეგენდარული ჰიპ ჰოპ ლეიბლის Bad Boy Records წევრმა სადებიუტო ალბომი Excuse My French 2013 წელს გამოუშვა. 4 წლის შემდეგ კი რეპერმა გაყიდვაში კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი Jungle Rules ჩაუშვა. ჩანაწერის გამორჩეული სინგლი Unforgettable გახლავთ, რომელმაც რვამაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული