Thumbnail

ნახეთ: Young Jeezy და Rick Ross კლიპში Almighty Black Dollar

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგამოცემული ალბომის 'The Recession 2' პრომოუშენის ფარგლებში, ვეტერანი ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯეი ჯენკინსი, ფსევდონიმით Young Jeezy, მსმენელს სინგლზე Almighty Black Dollar გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჯიზის ჩანაწერში მისი ცნობილი კოლეგა, რიკ როსი მონაწილეობს, რომელმაც ჯენკინსთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა. ჩანაწერის პროდიუსერი J.U.S.T.I.C.E League გახლავთ.

მოუსმინეთ: Young Jeezy ალბომს 'The Recession 2' ავრცელებს

იანგ ჯიზი კრიმინალური წარსულის მქონე ატლანტელი რეპერია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 1997 წელს დაიწყო. ის ერთ-ერთი იმ არტისტთაგანია, რომელმაც ჰიპ ჰოპის მიმდინარეობა, თრეფი ჟანრის მეინსტრიმში დააბრუნა. ჯეი ჯენკინსი ფართო საზოგადოებამ 2005 წლის სადებიუტო ალბომით Let's Get It: Thug Motivation 101 გაიცნო. ნამუშევარი 2000-იანი წლების სამხრეთული რეპის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. დღეს მისი კარიერა 12 ალბომს, ოცზე მეტ სტუდიურ ჩანაწერსა და არაერთ კომერციულად წარმატებულ სინგლს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული