Thumbnail

ანდერგრაუნდ ემსი, ჯეიმს ჯოუნსი, სასცენო სახელით Boldy James, განაგრძობს აქტიურობას და მსმენელს მორიგ კომპოზიციას Thousand Pills სთავაზობს. დეტროიტელი რეპერის ახალ ჩანაწერში მისი კოლეგა Stove God Cooks მონაწილეობს. ტრეკი ბოლდი ჯეიმსის მომავალ სტუდიურ ნამუშევარში Real Bad Boldy იქნება წარმოდგენილი.

მოუსმინეთ: Boldy James ალბომს The Versace Tape ავრცელებს

მოუსმინეთ: The Alchemist და Boldy James ერთობლივ ალბომს აქვეყნებენ

ბოლდი ჯეიმსმა მუსიკალური მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ანდერგრაუნდ ემსიმ სახელი ჟანრის ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერთან, ალქემისთთან ერთად 2013 წელს ჩაწერილი ალბომით My 1st Chemistry Set გაითქვა. კოლეგებმა 2020 წელს მეორე კოლაბორაციული სტუდიური ნამუშევარი The Price Of Tea In China გამოაქვეყნეს, რომელმაც მსმენელთა მოწონება დაიმსახურა. 2020 წლიდან დეტროიტელი შემსრულებელი ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Griselda წევრია. მას შემდეგ ბოლდიმ თაყვანისმცემლებს მიქსტეიპები Manger On McNichols და The Versace Tape შესთავაზა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული