Thumbnail

ნახეთ: Gorillaz-ის წევრების სათამაშო ფიგურები იყიდება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Gorillaz კომპანია Superplastic-თან თანამშრომლობით ბენდის 4 ვირტუალური წევრის ფიგურები გამოუშვა. 23-30 სანტიმეტრის ზომის სათამაშოების ღირებულება 80-დან 95 დოლარამდე მერყეობს. კომპლექტის ფასი კი 320 დოლარამდე დაგიჯდებათ.

დეიმონ ალბარნი: Gorillaz ანიმაციურ ფილმზე მუშაობს

მოუსმინეთ: Gorillaz ალბომს Strange Timez ავრცელებს

სათამაშოები ჯგუფმა ბოლო ალბომის Song Machine, Season One: Strange Timez პრომოუშენის ფარგლებში გამოსცა. ფიგურების შეძენა კომპანია Superplastic-ის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

გრემის მფლობელი Gorillaz ჯგუფ Blur-ის ფრონტმენის, დეიმონ ალბარნისა და ბრიტანელი კომიქსების მხატვრისა და დიზაინერის, ჯეიმი ჰიულეტის მიერ 1998 წელს შექმნილი პროექტია. ვირტუალური ბენდის წევრები ანიმაციური პერსონაჟები არიან, რომელთა თავგადასავალიც ათობით მუსიკალურ ვიდეოშია ასახული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული