Thumbnail

ნახეთ: ფიონა ეფლი ახალ კლიპს Shameika ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, ფიონა ეფლმა კომპოზიციაზე Shameika შექმნილი ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი არტისტის ბოლო ალბომში Fetch the Bolt Cutters შედის, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში გავრცელდა.

რეცენზია: Fiona Apple - Fetch the Bolt Cutters

პარალელურად ფიონამ ჰიპ ჰოპ არტისტ შამეიკასთან ერთად ჩაწერილი ახალი კომპოზიცია Shameika Said გამოაქვეყნა.

ფიონა ეფლმა შემოქმედებითი კარიერა 1994 წელს დაიწყო. ორ წელიწადში არტისტმა სადებიუტო ალბომი Tidal გაავრცელა. 1998 წელს მან ქალის მიერ შესრულებული საუკეთესო როკ პერფორმანსისთვის გრემის ჯილდო მოიპოვა. 2005 წელს მუსიკოსმა მორიგი სტუდიური ნამუშევარი Extraordinary Machine გამოსცა. 2012 წელს კი ფიონამ რიგით მეოთხე ჩანაწერი The Idler Wheel... გამოუშვა, რომელმაც გრემიზე წლის საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაც მიიღო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული