Thumbnail

სამხრეთაფრიკელმა დიჯეიმ და პროდიუსერმა, Black Coffee-მ ახალი კომპოზიცია 10 Missed Calls გაავრცელა. ჩანაწერში ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, ფარელ უილიამსი და ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი Jozzy მონაწილეობენ. სინგლი Black Coffee-ს მომავალ ალბომში Subconsciously იქნება წარმოდგენილი, რომელიც 5 თებერვალს გამოიცემა.

ნკოსინათი მაფუმულომ, ფსევდონიმით Black Coffee, მუსიკალური კარიერა 1994 წელს დაიწყო. 2004 წელს ის კეიპტაუნში Red Bull Music Academy-ს ცნობილ ივენთების სერიაში მონაწილეობდა. 2015-ში მუსიკოსმა იბიცაზე გამართული ღონისძიების, DJ Awards-ის ჯილდო მოიპოვა. არტისტს ამ დრომდე 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული