Thumbnail

ჩიკაგოელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქეით ქოზართმა, ფსევდონიმით Chief Keef, ახალი კომპოზიცია Status გამოაქვეყნა. ტრეკის პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი Mike Will Made-It გახლავთ, რომელმაც ჩიფ ქიფთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა. ჩანაწერი კოლეგების ერთობლივ ალბომში იქნება წარმოდგენილი.

ნახეთ: Chief Keef & Mike WiLL Made-It – BANG BANG

დრილ შემსრულებელმა ჩიფ ქიფმა, რომლის სახელსაც ჰიპ ჰოპის ხსენებული ქვემიმდინარეობის პოპულარიზაცია უკავშირდება, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სადებიუტო სინგლმა I Don't Like მოუტანა, რომელიც 2012 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა. რეჩიტატივის სახასიათო, მელოდიური კითხვის წყალობით ჩიკაგოელი არტისტი არაერთი, დღეს უკვე მასზე პოპულარული კოლეგის შთაგონების წყარო გახდა, მათ შორის არიან: Young Thug, 21 Savage, YoungBoy Never Broke Again, Lil Pump, XXXTentacion, Lil Uzi Vert, Juice Wrld და სხვა.

მაიქ უილმა, პროექტით Mike Will Made-It, კი მუსიკალური მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება 2017 წლის სადებიუტო ალბომს Ransom 2, კოლაბორაციულ ნამუშევარს Edgewood და რამდენიმე მიქსტეიპს აერთიანებს. ატლანტელი მუსიკოსი არაერთი ჰიტის ავტორია, რომელთა შორისაა: Humble., DNA., Mercy, No Lie, Pour It Up, No Flex Zone, Black Beatles და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული