Thumbnail

ნახეთ: SAINt JHN ახალ ალბომს While the World Was Burning ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ნიუ იორკელი ალტერნატიული ჰიპ ჰოპ არტისტი, კარლოს სენთ ჯონი, ფსევდონიმით SAINt JHN, ახალ ალბომს While the World Was Burning აქვეყნებს. იუთუბზე ჩანაწერი სტრიპტიზ კლუბში გადაღებული ვიდეოს თანხლებით გავრცელდა. სტუდიურ ნამუშევარში, რომელიც 13 ტრეკს აერთიანებს, ისეთი ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: ქანიე ვესთი, Kehlani, DaBaby, Future, Lil Uzi Vert და სხვები.

მოუსმინეთ: SAINt JHN x Future - Roses (Remix)

სენთ ჯონმა მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. 2018 წელს გაყიდვაში შემსრულებლის სადებიუტო ალბომი Collection One ჩაეშვა, რომელმაც მას ფართო საზოგადოების აღიარება მოუტანა. ერთი წლის შემდეგ ბრუკლინელმა მუსიკოსმა მსმენელს მეორე სტუდიური ჩანაწერი Ghetto Lenny's Love Songs შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული