Thumbnail

ნახეთ: Gibson ჯიმი ჰენდრიქსის გიტარების ზუსტ ასლებს ყიდის

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელმა კომპანიამ Gibson ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ჯიმი ჰენდრიქსის გიტარების, Flying V-ისა და SG Custom-ის ასლები გამოუშვა. თითოეული მათგანის ღირებულება $9,999 დოლარი გახლავთ. მათი შეძენა "გიბსონის" ვებგვერდზეა შესაძლებელი.

ნახეთ: ჯიმი ჰენდრიქსის გიტარა აუქციონზე $216 000-ად გაიყიდა

აღსანიშნავია, რომ დიზაინის გარდა, ტექნიკური მახასიათებლებიც ჰენდრიქსის გიტარების იდენტურია. მათ მოჰყვება მუსიკოსის ფოტოები ხმის რეჟისორისა და პროდიუსერის, ედი კრამერის პირადი არქივიდან.

ჰენდრიქსი Flying V-ის მოდელის ინსტრუმენტით 1970 წელს უკრავდა, მათ შორის ამ გიტარით წარდგა ფესტივალ Isle of Wight-ზე. SG Custom-ით კი მან 1969 წელს სატელევიზიო შოუში The Dick Cavett Show მიიღო მონაწილეობა.

ჯიმი ჰენდრიქსმა შემოქმედებითი კარიერა 1963 წელს დაიწყო. არტისტმა 7-წლიანი კარიერის განმავლობაში სამი სტუდიური ალბომის გამოცემა მოასწრო. ჰენდრიქსი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გიტარისტად ითვლება. როკ-ენ-როლის დიდების დარბაზმა ის როკ მუსიკის ისტორიაში საუკეთესო ინსტრუმენტალისტად დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული