Thumbnail

ნახეთ: ჯასტინ ბიბერი და შონ მენდესი კლიპს Monster ავრცელებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელი პოპვარსკვლავები, ჯასტინ ბიბერი და შონ მენდესი პირველ ერთობლივ კომპოზიციას Monster და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებენ. კლიპზე რეჟისორმა კოლინ თილიმ იმუშავა, სიმღერის ავტორთა შორის კი თავად არტისტები არიან. ტრეკი შონის მომავალ ალბომში Wonder იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 4 დეკემბერს ჩაეშვება.

ჯასტინ ბიბერი და Chance The Rapper კომპოზიციის Holy აკუსტიკურ ვერსიას ავრცელებენ

შონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Treat You Better მოუტანა, რომელზეც გადაღებულმა ვიდეოკლიპმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. 2018 წელს ჟურნალმა Time არტისტი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული