Thumbnail

არ დაიჯერებთ, მაგრამ ორალური სექსის შესახებ უამრავი სიმღერა არსებობს. მათ შორის ისეთებიც, რომლებიც კარგად იცით, მაგრამ არასდროს გიფიქრიათ, რომ ალერსის ამ ნაირსახეობას ეხება.  

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Aerosmith - Love in an Elevator 

სიმღერა ნამდვილი ამბითაა შთაგონებული. სტივენ ტაილერი თავად აღმოჩნდა სიტუაციაში, როდესაც ლიფტის კარი გაიხსნა და ყველამ დაინახა მის წინ მუხლებზე მდგომი გოგონა. 

9. N.E.R.D. - Brain

სათაურიდან გამომდინარე, შესაძლოა, გეგონოთ, რომ სიმღერა ჭკვიან გოგონებზეა, თუმცა, თუ ტექსტს ჩაუღრმავდებით, მიხვდებით, რომ ტრეკი ორალურ სექსს ეხება. სიტყვა Brain სლენგზე სწორედ ფელაციას აღნიშნავს.

8. Foo Fighters - All My Life 

ამ კომპოზიციის კონტექსტს ვერასდროს გამოვიცნობდით, თავად დეივ გროლს რომ არ ეთქვა, ეს სიმღერა კუნილინგუსის შესახებ დავწერეო.

7. Maroon 5 - Kiwi 

ტექსტში ხატოვნადაა აღწერილი "ტკბილი კივი", რომლის წვენიც ადამ ლევინს ნიკაპზე ჩამოსდის. შეგიძლიათ თქვათ, რომ სიმღერა ეგზოტიკურ ხილზეა, მაგრამ თქვენც ხომ ხვდებით, რომ ეს ასე არაა.  

6. Bryan Adams - Summer Of ‘69 

2008 წელს მომღერალმა განმარტა, რომ სიმღერა არა ჰიპების ეპოქის დასასრულს, არამედ სექსის პოზას ეხება. 

5. 112 - Peaches & Cream 

ამ სიმღერაში მუსიკოსები ყველაფერზე ღია ტექსტით საუბრობენ. არანაირი ორაზროვნება და ალუზიები. სასურველი ლოკაციებიც მითითებულია - მანქანაში, კიბეზე და ლოგინში. 

4. Warrant - Cherry Pie 

თავის დროზე Columbia Records-ის პრეზიდენტმა Warrant-ის წევრებს Love in an Elevator-ის მსგავსი სიმღერის შექმნა მოსთხოვა. მუსიკოსებმა ხელმძღვანელობის დავალება ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეს. ალბათ, თავადაც ხვდებით, რას ნიშნავს "ალუბლის ნამცხვარი", რომლიც გასინჯვაც ამ ამერიკული როკ ბენდის წევრებს სურთ.

3. Lil Wayne - Lollipop 

ამ სიმღერაში რეპერი რამდენჯერმე საგანგებოდ უსვამს ხაზს, რომ მისი საწუწნი კანფეტი ძალიან ტკბილი და გემრიელია. 

2. Azealia Banks - 212 

აზელია ბენქსს მსმენელთა თვალში თავხედი გოგოს იმიჯი აქვს. ასე რომ, ფრაზა "ვიცი, რომ მას ამ საღამოს ჩემი ქლიავის ალოკვა უნდა" მუსიკოსისგან მოულოდნელად სულაც არ ჟღერდა.  

1. The Jesus and Mary Chain - Just Like Honey 

სიმღერის დასაწყისი ნამდვილად ორალურ სექსს ეხება. თუმცა, მოგვიანებით ტექსტში სხვა ტიპის სექსუალური გზავნილებიც გვხვდება. ალბათ, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რა არის "სკა, რომელსაც თაფლი სდის". 

კომენტარები

ბოლოს დამატებული