Thumbnail

ნახეთ: სტივენ ტაილერმა ფანს, რომელიც მასთან სელფის გადაღებას ცდილობდა, ხელი ჰკრა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკული როკ ბენდი Aerosmith ლას ვეგასის რეზიდენტის სტატუსით 2019 წლის აპრილიდან MGM Park-ის თეატრში კონცერტებს გამართავს. ღონისძიებების სერიის პრომოუშენის ფარგლებში კოლექტივი გადაცემა The Today Show-ს ესტუმრა. პირდაპირ ეთერში ჩართვისას, ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა დაცვას გვერდი აუარა და ჯგუფის ფრონტმენთან, სტივენ ტაილერთან სელფის გადაღება სცადა. მუსიკოსმა კი აბეზარი მსმენელი ხელით მოიშორა.

► მასაჩუსეტსის ტყეში Aerosmith-ის მიტოვებული საგასტროლო ფურგონი იპოვეს

ვიდეომ სოციალურ ქსელებში პოპულარობა მალევე მოიპოვა. არტისტმა კადრები ტვიტერზე თავადაც გააზიარა და ფანს, რომელსაც მასთან სელფის გადაღება სურდა, მიმართა:

"დრო არ მქონდა, ეს პირდაპირი ეთერია, ძმაო. თუ ინტიმური გამოცდილება გსურს, მოდი კონცერტზე", - დაწერა მუსიკოსმა. 

სტივენ ტაილერმა პოპულარობა Aerosmith-ში მოღვაწეობით მოიპოვა. კოლექტივი 1970 წელს ქალაქ ბოსტონში შეიქმნა. ჯგუფი ამერიკული ჰარდ როკის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ბენდად ითვლება. მუსიკოსებს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვთ გაყიდული.

4 გრემის მფლობელმა ჯგუფმა ბოლო სტუდიური ალბომი Music from Another Dimension! 2012 წელს გაავრცელა. 2018 წლის 5 მაისს კი არტისტებმა გამოსამშვიდებელი ტურნე Aero-Vederci Baby! დაასრულეს, რომლის ფარგლებშიც "აეროსმიტის" კონცერტი შეკვეთილში გაიმართა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული