Thumbnail

ნახეთ: MTV VMA-ის დაჯილდოებაზე Aerosmith-მა და Post Malone-მა ერთად იმღერეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

2018 წლის MTV Video Music Awards-ზე ლეგენდარულმა ამერიკულმა ჯგუფმა Aerosmith და პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა Post Malone სამი კომპოზიცია ერთად შეასრულეს. ცერემონიის დასასრულს, ისინი მაყურებლის წინაშე "ფოსთ მელოუნისა" და 21 Savage-ის ჰიტით Rockstar, ასევე "აეროსმიტის" სიმღერებით Dream On და Toys In The Attic წარდგნენ.

► ნახეთ: 2018 წლის MTV Video Music Awards-ის გამარჯვებულები

► ნახეთ: 49 წლის ჯენიფერ ლოპესმა MTV VMA-ზე 2001 წლის შემდეგ პირველად იმღერა

► ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს 2018 წლის MTV VMA-ს ცერემონიაზე

Aerosmith ქალაქ ბოსტონში 1970 წელს შეიქმნა და სამი წლის შემდეგ ბენდის სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელა. მუსიკოსებს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვთ გაყიდული. 4 გრემის მფლობელმა ჯგუფმა ბოლო სტუდიური ნამუშევარი Music from Another Dimension! 2012 წელს გაავრცელა. 2018 წლის 5 მაისს კი "აეროსმიტმა" მსოფლიო ტურნე Aero-Vederci Baby! გამართა, რომლის ფარგლებშიც კონცერტი შეკვეთილშიც ჩატარდა.

ოსტინ რიჩარდმა, იგივე Post Malone, მუსიკალური კარიერა ხმაურიანად დაიწყო. 2015 წელს გამოშვებულ სადებიუტო სიმღერას White Iverson, მომდევნო წელს მუსიკოსის პირველი ალბომი Stoney მოჰყვა. ჩანაწერი მოსალოდნელზე დიდი ტირაჟით გაიყიდა და მალევე მოიპოვა ორმაგი პლატინის სტატუსიც. მიმდინარე წელს შემსრულებელმა გაყიდვაში კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი Beerbongs & Bentleys ჩაუშვა. მისი წამყვანი სინგლი Rockstar გახლავთ. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებს 8 კვირის განმავლობაში ლიდერობდა. სტრიმინგ პლატფორმის Spotify სათავეში კი კომპოზიციამ 108 დღე გაატარა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული