Thumbnail

მოუსმინეთ: სტივენ ტაილერმა The Rolling Stones-ის სიმღერა Brown Sugar დააქავერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის Aerosmith-ის ფრონტმენმა სტივენ ტაილერმა ბრიტანული ბენდის The Rolling Stones სიმღერა Brown Sugar დააქავერა. კომპოზიცია მან ბოსტონური კოლექტივის Extreme გიტარისტთან, ნუნო ბეტანკურთან ერთად ჩაწერა. ტრეკი "როლინგ სთოუნსის" მიერ 1971 წელს გამოცემულ ალბომში Sticky Fingers არის წარმოდგენილი.

 სტივენ ტაილერი ტრამპს: აღარ გამოიყენოთ თქვენს ღონისძიებებზე Aerosmith-ის სიმღერები

 ნახეთ: სტივენ ტაილერმა ფანს, რომელიც მასთან სელფის გადაღებას ცდილობდა, ხელი ჰკრა

Aerosmith 1970 წელს ქალაქ ბოსტონში შეიქმნა, სამი წლის შემდეგ კი ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომი გაავრცელა. კოლექტივი ამერიკული ჰარდ როკის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ბენდად ითვლება. მუსიკოსებს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვთ გაყიდული.

4 გრემის მფლობელმა ჯგუფმა ბოლო სტუდიური ჩანაწერი Music from Another Dimension! 2012 წელს გაავრცელა. 2018 წლის 5 მაისს კი არტისტებმა გამოსამშვიდებელი ტურნე Aero-Vederci Baby! დაასრულეს, რომლის ფარგლებშიც "აეროსმიტის" კონცერტი საქართველოშიც გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული