Thumbnail

ნახეთ: რეპერი Machine Gun Kelly ახალ ტრეკში Eminem-ს კარიერის დასრულებისკენ მოუწოდებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კლივლენდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა კოლსონ ბეიკერმა, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, ლეგენდარულ კოლეგას, ემინემს კომპოზიციით Rap Devil უპასუხა. მან ვიდეორგოლთან ერთად გავრცელებულ ტრეკში ვეტერან რეპერს კარიერის დასრულებისკენ მოუწოდა. 

► მოუსმინეთ: ემინემმა ახალი ალბომი Kamikaze გამოუშვა

"დროის გასვლასთან ერთად, უკეთესი არ ხდები. ემინემ, კარგი იქნება, თუ კალამს დადებ", - ამბობს მეშინ გან ქელი.

რეპერი ასევე აღნიშნავს, რომ ემინემი საკუთარი დაცვის წევრებსა და დოქტორ დრეს ინსტრუმენტალებს არის ამოფარებული. მისივე თქმით,  2010 წლის ალბომი Recovery მუსიკოსის უკანასკნელი ღირებული ჩანაწერია.

შეგახსენებთ, რომ ემინემმა 31 აგვისტოს გაყიდვაში ახალი ალბომი Kamikaze ჩაუშვა, რომლის კომპოზიციებშიც არაერთი მუსიკოსი გადისა. ტრეკში Not Alike სლიმ შეიდიმ ქელის საკუთარ შვილზე, ჰეილიზე საუბარი აუკრძალა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს მეშინ გან ქელიმ გოგონას "ძალიან სექსუალური" (Hot as fu*k) უწოდა, რამაც, როგორც ჩანს, სახელოვანი რეპერი გაანაწყენა.

მეშინ გან ქელიმ მუსიკალური კარიერა 2006 წელს, მიქსტეიპის Unstoppable გამოშვებით დაიწყო. თუმცა, მისი წარმატება 2012 წელს ჩაწერილ სადებიუტო ალბომს Lace Up უკავშირდება. რეპერმა 2017 წელს გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი Bloom ჩაუშვა, რომელმაც მალევე ოქროს სტატუსი მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული