Thumbnail

ნახეთ: Aerosmith-მა სიმღერა Walk This Way საბავშვო ინსტრუმენტებით შეასრულა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფი Aerosmith ჯიმი ფელონის შოუს სტუმრობდა. მუსიკოსებმა, წამყვანთან და ჰიპ ჰოპ კოლექტივთან, The Roots-თან ერთად, საბავშვო ინსტრუმენტებით მათი 1975 წლის ჰიტი Walk This Way შეასრულეს.

► ნახეთ: MTV VMA-ის დაჯილდოებაზე Aerosmith-მა და Post Malone-მა ერთად იმღერეს

► მასაჩუსეტსის ტყეში Aerosmith-ის მიტოვებული საგასტროლო ფურგონი იპოვეს

Aerosmith ქალაქ ბოსტონში 1970 წელს შეიქმნა და სამი წლის შემდეგ ბენდის სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელა. მუსიკოსებს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვთ გაყიდული. 4 გრემის მფლობელმა ჯგუფმა ბოლო სტუდიური ნამუშევარი Music from Another Dimension! 2012 წელს გაავრცელა. 2018 წლის 5 მაისს კი "აეროსმიტმა" მსოფლიო ტურნე Aero-Vederci Baby! გამართა, რომლის ფარგლებშიც კონცერტი შეკვეთილშიც ჩატარდა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული