Thumbnail

2019 წლის Super Bowl-ს სამდღიანი ფესტივალი გახსნის

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

2019 წელს ნაციონალური საფეხბუთო ლიგის ფინალური მატჩის, იგივე Super Bowl-ის დაწყებამდე, სამდღიანი ფესტივალი Super Bowl Music გაიმართება.

ღონისძიების პირველი ჰედლაინერი ატლანტური ჰიპ ჰოპ გაერთიანება Migos იქნება, მომდევნო დღეს სცენაზე ლეგენდარული როკ ჯგუფი Aerosmith იმღერებს, ფესტივალის დახურვისას კი მაყურებელთა წინაშე ჰიპ ჰოპ არტისტი Cardi B და პოპვარსკვლავი Bruno Mars წარდგებიან.

ნაციონალური საფეხბუთო ლიგის დასკვნითი მატჩი, რომლის მიმდინარეობისას ამერიკული პოპ ჯგუფი Maroon 5 დაუკრავს, 3 თებერვალს გაიმართება. 2015 წელს კოლექტივის ფრონტმენმა, ადამ ლევინმა განაცხადა, რომ Super Bowl-ზე სიმღერა მისი დიდი ხნის ოცნებაა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე სუპერვარსკვლავმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა იმღერა. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული