Thumbnail

ნახეთ: Joy Division-ის ნივთები აუქციონზე გაიყიდება

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ინგლისური პოსტ პანკ ჯგუფის, Joy Division-ის ყოფილი ბასისტი, პიტერ ჰუკი 2 მარტს აუქციონზე კოლექტივის სამახსოვრო ნივთებს გაიტანს. ამის შესახებ მუსიკოსმა გამოცემა Rolling Stone-თან ისაუბრა.

ნაკრები სახელწოდებით The Peter Hook Signature Collection მოიცავს: ავტოგრაფიან სადებიუტო EP-ს An Ideal for Living; ინგლისური ბენდის, Sex Pistols-ის კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს, სადაც პიტერ ჰუკმა და ბერნარდ სამნერმა Joy Division-ის შექმნა გადაწყვიტეს; იენ კერტისის ხელნაწერ ტექსტებს; ვიდეორგოლში Love Will Tear Us Apart გადაღებული გიტარის Vox Phantom ზუსტ ასლს; იშვიათ ფირფიტებსა და პოსტერებს, გიტარის ეფექტების პედალს და სხვა ნივთებს.

ფოტო: Omega Auctions

პიტერ ჰუკმა და ბერნარდ სამნერმა Joy Division 1976 წელს შექმნეს. პოსტ პანკის პიონერებმა ოთხი წლის განმავლობაში ორი ალბომის ჩაწერა მოასწრეს. 1980 წელს, ჯგუფის ფრონტმენის, იენ კერტისის თვითმკვლელობის შემდეგ, მუსიკოსებმა ახალი ჯგუფი New Order ჩამოაყალიბეს. ჰუკმა კოლექტივთან ერთად 8 სტუდიური ნამუშევარი გამოუშვა, 2007 წელს კი მან სამნერთან კონფლიქტის გამო ბენდი დატოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული