Thumbnail

ნახეთ: სტივენ ტაილერმა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თავშესაფარი გახსნა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Aerosmith-ის ფრონტმენმა, სტივენ ტაილერმა ქალაქ მემფისში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თავშესაფარი Janie's House გახსნა. 

"ეს ამბავი სულსა და გულს დადებითი ემოციით მივსებს. როგორც იქნა, გახსნა მოვახერხე", - განაცხადა მუსიკოსმა.

თავშესაფრის სახელწოდება "აეროსმიტის" 1989 წლის კომპოზიციით Janie's Got a Gun არის შთაგონებული. სიმღერა ტაილერმა ბასისტ ტომ ჰემილტონთან ერთად ძალადობის მსხვერპლ გოგონაზე დაწერა, რომელმაც ტკივილის განსაქარვებლად ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო.

Aerosmith 1970 წელს ქალაქ ბოსტონში შეიქმნა, სამი წლის შემდეგ კი ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომი გაავრცელა. კოლექტივი ამერიკული ჰარდ როკის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ბენდად ითვლება. მუსიკოსებს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვთ გაყიდული.

4 გრემის მფლობელმა ჯგუფმა ბოლო სტუდიური ჩანაწერი Music from Another Dimension! 2012 წელს გაავრცელა. 2018 წლის 5 მაისს კი არტისტებმა გამოსამშვიდებელი ტურნე Aero-Vederci Baby! დაასრულეს, რომლის ფარგლებშიც "აეროსმიტის" კონცერტი საქართველოშიც გაიმართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული